15 April 2008

მცირე ისტორიული მიმოხილვა პოემისა


”ბედი ბანჯგვლისას” ავტორი ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია. ჩვენამდე მისი ორი ვარიანტია მოღწეული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დიადი ციყვის დაწერილი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. ნაწარმოები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მასში ავტორი ოსტატურად აღგვიწერს ბანჯგვლთა სამეფოს წახდენის ისტორიას და არაერთ ისტორიულ ფიგურას მოიხსენიებს (მითრიდატე, ზევსი, სიკვდილის ბუზი). ნაწარმოების ბოლოსა და თავში კი ხალხური სიბრძნეებიცაა გამოყენებული. როგორც ჩანს, იმ დროში ფრიად მწიგნობარი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. დაწერის თარიღიც ასევე უცნობია, რადგან ციყვის მოღვაწეობის წლები ჯერ მეცნიერებს არ დაუდგენიათ და უცნობი ავტორისა ხომ მითუმეტეს. მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა. იმედია, მომავალში მოხდება თარიღის დადგენა, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს გაზეთ ”ფიჩოსან TIMES"-ში შევატყობინებთ.
ისტორიული მომიხილვა გააკეთა
პროკლე დობორჯგინიძემ

1 comment:

Anonymous said...

აუ დავიხოცე ღიმილით!!!
რა მაგარიააააააააა :))))))))