15 April 2008

ეძღვნება А.С.Лошадь-ს



შენ განანათლე თვით პოეზია,
ფუძე დაუდე ყოლიფერ სიბრძნეს,
მხოლოდ შენ მოგიძღვნეს მათ ელეგია,
მათ თუის ღმერთად მხოლოდ შენ გიცნეს!

შენს სადიდებლად დიადი ციყვი
მუხლს იდრეკს ამაყად, მოურიდებლად,
მას ჰბაძავს პატარა სოკოჲ ნიყვი,
რომელიც წვიმას ელის უდარდელად!

ზეგარდმო ზევსას ლოცვაჲ გიფარავს,
შენ ხარ რჩეული თვით ცხენქალასი,
ზევსიც შენ კიდევ დიდხანს დაგიფარავს,
ჩვენო კუმირო სამადგილიანო ცხენპუშკინა!



1 comment:

მითრიდატე said...

სამადგილიანი ცხენპუშკინა მაგარია!!!
ხალხო! ორადგილიანი ცხენპუშკინა თუ შეგხვდათ სადმე, იცოდეთ, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ სამადგილიანი ცხენპუშკინა იმიტომ ფრიად ზებუნებრივია.ამაში უეჭველი ზევსის ხელი ურევია:)))

მინდა გაცნობოთ, რატომ არსებობს საერთოდ "ცხენპუშკინა": იმიტომ რომ მე ხატვის ნიჭი არ მქონდა და ცხენქალას დახატავას რო ვლამობდი, შემთხვევით ისეთი სახე შემომეხატა, პუშკინს უფრო გავდა, ვიდრე ქალს, მერე ბაკებიც მივუხატეთ და გამოვიდა ცხენპუშკინა:)))არა, ზევსს რო არ ჩაეგონებინა, არ გამომივიდოდა არაფერი.მერე დიდამა ზევსმა შეჰქმნა სამადგილიანი ანუ ზებუნებრივი ცხენპუშკინა.მისი ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება:))